გამოკითხვის შედეგები


 ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და დავადგინეთ, რომ საზოგადოების უმრავლესობამ, არ იცის რა არის მაგნიტური ქარიშხალი და არც ის იცის, ასეთ დღეებში როგორ უნდა მოიქცეს. გამოკითხვას ვატარებდით ჩვენ, ჟურნალისტები, თუმცა დანარჩენი ჯგუფებიდანაც გამოითქვა მონაწილეობის მიღების სურვილი და ჟურნალისტებთან ერთად, სხვა ჯგუფების რამოდენიმე წევრიც გახდა ამ ყველაფრის მონაწილე. უამრავი ადამიანი გამოიკითხა და მათგან დაახლოებით ერთი  და იგივე სახის პასუხები მივიღეთ. 
ხალხის გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც არ იცოდა ამა თუ იმ თემის შესახებ, დააინტერესათ და სურვილი გაუჩნდათ გაეგოთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. მაგალითად დასმული იყო კითხვა " იცით თუ არა როგორ უნდა მოიქცეთ მაგნიტურ დღეებში"? ხალხმა ძირითადად ამის შესახებ არ იცოდა და აინტერესებდათ თუ როოგრ უნდა მოქცეულიყვნენ მაგნიტურ დღეებში, თუმცა ჩვენგან  ამ კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ, რადგან მთელი ჩვენი კლასი სწორედ ამ ტიპის ადამიანებისათვის ამზადებს ბუკლეტს, რომელიც შემდეგ დარიგდება ხალხში და მათ კითხვებსაც გაეცემათ პასუხი.


No comments:

Post a Comment